EU-GS

პროექტის აღწერა

„ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT), იგივე EU-GS, გახლავთ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტი (2020-2022), თანადაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან და განხორციელებული შპს ევროპის უნივერსიტეტის მიერ. პროექტს აქვს ამბიციური მიზანი, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე ქვეყნის საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით. 

 

EU-GS კვლევითი ჯგუფის მიერ სამაგიდო და საველე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მზადდება პოლიტიკის დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით, რომელთა საფუძველზეც პროექტის ანალიტიკური გუნდი შემდგომ ქმნის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის განკუთვნილ ტრენინგ სახელმძღვანელოს. 

 

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით განათლების ექსპერტების, სკოლის დირექტორების, განათლების სამინისტროსა და სხვა რელევანტურ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება, ისევე როგორც რეკომენდაციების გაცემა. 

 

რაც შეეხება სასწავლო სახელმძღვანელოს, ის მიზნად ისახავს საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლა–სწავლების პროცესთან მიმართებით ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დისკუსიისა და პრაქტიკული მუშაობის სტიმულირებას, რაც პროექტის ფარგლებშივე უზრუნველყოფილია დირექტორ-მასწავლებლებისთვის გამართული ტრენინგებისა და მოსწავლეებისთვის ჩატარებული ჰიბრიდული სემინარების სახით. 

 

ზემოაღნიშნულის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შედეგების გავრცელებასა თუ საჯარო ჩართულობაზე ორიენტირებული მრავალრიცხოვანი აქტივობებით პროექტი უზრუნველყოფს ევროკავშირის ხილვადობას, როგორც აქტორისას, რომელიც უწყობს ხელს საქართველოს სკოლებში დემოკრატიული ღირებულებებისა თუ მაღალი [ევროპული] სტანდარტების განვითარებას და საერთო პროგრესს.

 

  • მიზანი: საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ევროპეიზაციის ხელშეწყობა

  • გეოგრაფიული არეალი: საქართველოს 10 რეგიონის ქალაქები (გორი, რუსთავი, მარნეული, ახალქალაქი, ბორჯომი, ზუგდიდი, მესტია, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ბათუმი) + თბილისი

  • სამიზნე აუდიტორია: საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების ექსპერტები. 

  • პროექტის ხანგრლივობა: 18 თვე

 

მოსამზადებელი სამუშაოები

 

      • პროექტის ვიზუალური იდენტობის შემუშავება (ბანერი, ლოგო)

      • პროექტის ვებ. გვერდის შექმნა www.EU-GS.ge

      • პროექტის მობილური აპლიკაციის დაწერა

      • განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისა და სამიზნე სკოლების დირექტორებისგან დაკომპლექტებული სამმხრივი საკონსულტაციო ფორმატის ჩამოყალიბება 

      • პროექტის საზეიმო გახსნა

I ფაზა- სამეცნიერო კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა

აღნიშნული ფაზა გულისხმობს სამაგიდო კვლევისა და საველე სამუშაოების (ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუების) ჩატარებას იმის განსასაზღვრად, თუ ) რამდენად აზიარებს საქართველოს სასკოლო პროგრამები მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებს, და ) რამდენად არის უზრუნველყოფილი სწავლების ევროპული სტანდარტები სასკოლო განათლებაში. შედეგად გამოიცემა პოლიტიკის დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით განათლების სამინისტროსა და უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

         I ფაზის კონკრეტული აქტივობები და სამიზნე ნიშნულები:

  • სამაგიდო კვლევის ჩატარება 

  • კვლევის მეთოდებში ტრენინგების გამართვა და სტუდენტ-მკვლევარების მომზადება საველე სამუშაოებისთვის (60 სტუდენტი – შეირჩა 30)

  • საველე სამუშაოები #1 – ფოკუს ჯგუგები 24 სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან (დაახლოებით 300-350 მოსწავლე)

  • საველე სამუშაოები #2- სიღრმისეული ინტერვიუები შესაბამისი სკოლების დირექტორებთან

  • პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა (მინ.  60-გვერდი)

  • დაინტერესებული მხარეებისთვის კვლევის შედეგებისა და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტირება

  • კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფოგრაფიკების შექმნა (სულ 2 ინფოგრაფიკა)

II ფაზა - მასწავლებელთათვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება

  • მიზანი: კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემატიკისა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება, სამიზნე სკოლების დირექტორ-მასწავლებლების გადამზადება და მათთან ერთად, მოსწავლეებისთვის ონლაინ ინტერაქტიული სემინარების ჩატარებას. 


    II ფაზის კონკრეტული აქტივობები და სამიზნე ნიშნულები:


    • ქართულენოვანი მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა და მისი თარგმნა ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 

    • მეთოდურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, მოდულების შესაბამისი ტრენინგ მასალების შემუშავება

    • ტრენინგების ჩატარება მინიმუმ 110 დირექტორ-მასწავლებლისთვის თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში, და პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა (3 ორდღიანი და 2 ერთდღიანი, სულ 14 ტრენინგი). 

    • პროექტის ტრენერების გუნდისა და გადამზადებული დირექტორ-მასწავლებლების მიერ მოდულების თემატიკაზე ონლაინ ინტერაქტიული სემინარების ჩატარება ქართულენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის

 

III ფაზა - საზოგადოებასთან ინტერაქცია და სასკოლო ინიციატივების მხარდაჭერა

        • მიზანი: პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მათზე დაყრდნობით, სამომავლო აქტივობების წახალისება.

        • შესაბამისი აქტივობები: 

        • ა) მე -11 და მე -12 კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მინი-პროექტების წარმოდგენა, საუკეთესო 3 ინიციატივის გამორჩევა და მათ განსახორციელებლად ქვე-გრანტების გაცემა

        • ბ) საჯარო დისკუსიების სერია თბილისში, ქუთაისსა და თელავში  

        • გ) დასკვნითი კონფერენცია.