EU-GS

2022 წლის 5 თებერვალს, ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის, – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში” ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. 

აღნიშნული მეთოდური სახელმძღვანელო შემუშავებულ იქნა 2021 წლის ზაფხულში ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე. იგი საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებს სთავაზობს თეორიული და პრაქტიკული მასალისგან შემდგარ მეთოდიკას სასწავლო პროცესსა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში იმ ევროპული ღირებულებებისა თუ სტანდარტების გასავრცელებლად, რომლებიც საველე კვლევის პროცესში განსაკუთრებულად პრობლემატურად გამოიკვეთა. 

აღსანიშნავია, რომ მეთოდური სახელმძღვანელოს ელექტორნული ვერსია სამმხრივ საკონსულტაციო ფორმატში 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში უკვე წარდგენილ იქნა დაინტერესებული მხარეებისთვის, თუმცა მისი ბეჭდური ვერსია მხოლოდ 2022 წლის იანვარში გამოიცა. შესაბამისად, პროექტის გუნდმა ისარგებლა შემთხვევით და დირექტორ-მასწავლებლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების დაწყებამდე, ადგილზე წარმოდგენილ ბენეფიციარებს სახელმძღვანელო გააცნო, ფიზიკური ასლები გადასცა და ტელევიზიის მეშვეობით, მის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას მიაწვდინა. 

მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ თბილისის საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის პროექტით გათვალისწინებული ტრენინგები დაიწყო.

ღონისძიება ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გააშუქა. 

„გაგვაცნეს სახელმძღვანელო, რომელიც ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების გასავრცელებლად შესაბამისი მეთოდიკის სწავლებას ემსახურება და პრაქტიკულ ღირებულება სწორედ ეს არის ამ სახელმძღვანელოსი და შემდგომი ტრენინგებისა, რომ ეს სწავლება დავნერგოთ სკოლებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თბილისის #180 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნინო ხოტენაშვილმა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn