ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო სესია ჩატარდა.
ონლაინ გამართულ შეხვედრას 70 აბიტურიენტი დაესწრო, რომელთაგან ათს, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, ძირითადი სესიის დასრულების შემდგომ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია.
პროგრამის ხელმძღვანელმა, ასისტენტ პროფესორმა თათია დოლიძემ, რომელიც ამავდროულად EU GS პროექტის მენეჯერი გახლავთ, აბიტურიენტებს გააცნო პროგრამის შინაარსი, მიზნები და სასურველი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული სწავლების მოდულზე, რომელიც ევროკავშირის შესახებ შვიდ საბაზისო სასწავლო კურსს მოიცავს.
პროგრამის ხელმძღვანელს ასისტირებას სასწავლო პროცესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერები უწევდნენ, რომელთაც დამსწრეებს თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, სპეციფიკური ინფორმაცია გაუზიარეს. კერძოდ, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სწავლის საფასურის, სტიპენდიისა და საერთაშორისო მობილობის შესალებლობების შესახებ. აგრეთვე, ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ჩარიცხვის პროცედურებს. ევროკავშირის მიმართულებით პროგრამაზე არსებულმა გაცვლითმა პროგრამებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ინდივიდუალური კონსულტაციების ჭრილში აბიტურიენტები მეტწილად პროგრამის მოქნილობით დაინტერესდნენ, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი სწავლის სამსახურთან შეთავსება. კითხვები დაისვნა აგრეთვე ინგლისური ენის სათანადო დონეზე არ ფლობის შემთხვევაში, სტუდენტების ინდივიდუალური გეგმებიტ=თ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე. რამდენიმე დამსწრემ უნივერსიტეტში ფიზიკური ვიზიტისა და შენობისა თუ ინფრაქტრუქტურის დათვალიერების სურვილიც გამოთქვა.