მეთოდური სახემძღვანელოს თანა-ავტორი და ტრენერი
Nino.gvaramadze@eu-gs.ge
ნინო გვარამაძე პედაგოგიკის დოქტორი არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. 2017 წლის ივლისიდან ის არის სამოქალაქო განათლების ექსპერტ-კონსულტანტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. გარდა ამისა, 2011-2015 წლებში იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროგრამებზე პასუხისმგებელი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციაში საქართველოში. 2010 წლიდან დღემდე ის თანამშრომლობს როგორც სასწავლო რესურსების ავტორი და ტრენერი, სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების და „მომავლის თაობის“ პროგრამებთან, რომლებსაც საქართველოში ახორციელებენ PH International და USAID. მას აქვს მასწავლებლებისთვის მეთოდიკის მიმართულებით ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება.