EU-GS

ნიკა ჩიტაძე

მკვლევარი და პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი

Nika.chitadze@eu-gs.ge

ნიკა ჩიტაძე არის კავკასიის/შავიზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული  საქმეების სპეციალისტი. მისი ამჟამინდელი პოზიციებია: 1. ევროპის უნიერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2) შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტის პროფესორი. 2. საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი. 1998 წლიდან იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში. იგი ასევე არის საქართველოში ჯორჯ მარშალის პროგრამის კურსდამთავრებულთა კავშირის – საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის –  პრეზიდენტი. წარსულში იგი იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მრჩეველი, ეკავა უმაღლესი თანამდებობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. მას საგანმანათლებლო კვალიფიკაციები მიღებული აქვს საქართველოში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს დიპლომატიური აკადემია) და რამდენიმე საერთაშორისო უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის, ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების საკითხების ევროპული კოლეჯი (გერმანია). მას გამოქვეყნებული აქვს 280-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა და სტატია, მათ შორის, ევროკავშირისა და ევრო-ინტეგრაციის საკითხებზე. იგი არის ექვსი წიგნის ავტორი გეოპოლიტიკაზე, ადამიანის გეოგრაფიასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. 

ნიკა ჩიტაძეს ასევე აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. იგი ასწავლიდა ამერიკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სკოლასა (2005-2006) და ევროპულ სკოლაში (2011-2012). 2017-2021 წლებში იგი ასწავლიდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს კერძო სკოლა “აი-ბი მთიებში” შემდეგ საგნებს: სამოქალაქო განათლება, მსოფლიო გეოგრაფია და ქვეყანათმცოდნეობა.