EU-GS

2022 წლის 26 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული EU GS ჟან მონეს პროექტის ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელ დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი ჩაუტარდათ. 

ტრენინგი გახლდათ ერთდღიანი და მოიცავდა ორ თემატურ სესიას. პირველ სესიაზე EU GS მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი მოდულის ავტორმა, პროექტის ტრენერმა, პროფესორმა ნინო გვარამაძემ ისაუბრა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. მეორე სესიაზე, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე, ხსენებული სახელმძღვანელოს რელევანტური მოდულის თანაავტორებმა, გიორგი ლეკვეიშვილმა და მარეხ ნიკაჭაძემ იმსჯელეს.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ კომპონენტს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. შესაბამასად, ის სრულად ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

ტრენინგს მარნეულის, რუსთავის, ახალი დიოკნისისა და თამარისის საჯარო სკოლების 12 დირექტორ-მასწავლებელი დაესწრო.

 

დღის დასასრულს, ყველა მონაწილეს დასწრების სერტიფიკატი გადაეცა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn