საველე კვლევის კოორდინატორი და პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი
giorgi.gobronidze@eu-gs.ge
გიორგი გობრონიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ათ წელზე მეტი გამოცდილებით კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში. მას აქვს ასისტენტ პროფესორის პოზიცია ევროპის უნივერსიტეტში და არის მოწვეული ლექტორი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, იგი არის სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გენერალური მდივანი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო და არასამთავრობო დაწესებულებებში, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მოწვეული ექსპერტის რანგში იგი ჩართული იყო არაერთ კვლევით და ანალიტიკურ პროექტში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, კავკასიურ სახლში და ა.შ.
ის არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების, რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის, უმცირესობების პრობლემების, რეგიონის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის შესახებ.