მეთოდური სახელმძღვანელოს თანა-ავტორი და ტრენერი
mariam.kilanava@eu-gs.ge
მარიამ კილანავა არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ანგლისტიკის განხრით, მაგისტრისა ხოლო დოქტორის ხარისი თარგმანმცოდნეობის მიმართულებით. მარიამ კილანავა ევროპის უნივერსიტეტში უძღვება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სასაწავლო კურსს, როგორც ზოგადი, ასევე დარგობრივი მიმართულებებით. იგი არის უნივერსიტეტის ტერნინგ ცენტრის ტრენერი და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენერ-კოლეგებთან და გაერთიანებებთან.
საგრანტო პროექტის – CURE (კურიკულუმის განვითარება საუნივერსიტეტო დონეზე საქართველოსა და ისრაელში) ფარგლებში, მარიამ კილანავამ 2019 წ. გაიარა კურსები ისრაელსა და ბრიტანეთში, სადაც მან ადგილობრივ პროფესორს გაუწია ასისტენტობა. 2016 მან გაიარა პროფესიული განვითარების კურსები ბრიტანეთში, ბრიტანეთის საბჭოს მიერ აკრედიტებულ ცენტრში.
მარიამ კილანავას აქვს როგორც აკადემიური, მკვლევრის, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. იგი 2019-2020 წლებში ხელმძღვანელობდა სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრს. ამჟამად კი არის ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
მარიამ კილანავა ფლობს მრავალ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და არის 15 სამეცნიერო პუბლიკაციისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
მარიამ კილანავას პროფესიულ თუ საკვლევ სფეროს წარმოადგენს ტრენინგსფერო, სწავლების ინოვაციური მეთოდები და უწყვეტი პროფესიული განვითრება.