2022 წლის 2 მაისს, EU GS პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევები საქართველოს სკოლებში. საჯარო დისკუსიაში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორ-სტუდენტებმა და ამავე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა. პროექტის მკლევარმა და საველე სამუშაოების კოორდინატორმა, პროფესორმა …
Category Archives: Uncategorized
ჰიბრიდული სემინარი ბენეფიციარი სკოლების მოსწავლეთათვის
ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ბენეფიციარი სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთათვის ჰიბრიდული ტიპის სემინარი გაიმართა. სემინარს ჯამში 171 მოსწავლე დაესწრო. თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში, 8 საჯარო სკოლის 43-მა მოსწავლემ მოიყარა თავი. ხოლო, ონლაინ, რეგიონის 10 სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 128 მოსწავლე ჩაერთო. პირდაპირი ეთერი თბილისადან უზრუნველყოფილი …
Continue reading “ჰიბრიდული სემინარი ბენეფიციარი სკოლების მოსწავლეთათვის”
თბილისის პირველი საჯარო დისკუსია ევროპის უნივერსიტეტში
EU GS პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევები საქართველოს სკოლებში. საჯარო დისკუსიაში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ლექტორებმა და სტუდენტებმა, ანუ მოქმედმა და მომავალმა მასწავლებლებმა. პროექტის მკვლევარებმა და ტრენერებმა მასწავლებელ სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და შესაბამისი პოლიტიკის …
Continue reading “თბილისის პირველი საჯარო დისკუსია ევროპის უნივერსიტეტში”
სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრა
2022 წლის 18 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ თანადადინანსებული ჟან მონეს EU GS პროექტის ფარგლებში, სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის მესამე და ბოლო შეხვედრა გაიმართა. ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ტალიაშვილი, მიესალმა უნივერსიტეტში შეკრებილ სამუშაო ჯგუფს და მადლობა გადაუხადა მათ პროექტის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მიმოიხილა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგების მიმდინარეობა და წარადგინა ტრენინგების …
Continue reading “სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრა”
ონლაინ სემინარი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისათვის
2022 წლის 15 აპრილს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისათვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. ტრენინგს მეთოდური სახელმღვანლოს „შეფასების სისტემის რეფორმის“ მოდულის თანაავტორი, პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი უძღვებოდა. განხილულ იქნა შეფასების მეთოდების მნიშვნელობა ისეთი უნარების განვითარების თვალსაზრისით, როგორებიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა და კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, …
Continue reading “ონლაინ სემინარი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისათვის”
ონლაინ სემინარი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის
ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ფარგლებში, 2022 წლის 7-8 აპრილს ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა. ორდღიან სემინარში მონაწილეობა ჯამში თბილისის #73, რუსთავის #18 და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების 13-მა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლემ მიიღო. ტრენინგის პირველი დღე სასკოლო შეფასების სისტემის შესახებ …
Continue reading “ონლაინ სემინარი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის”
ონლაინ ტრენინგი დირექტორ-მასწავლებლებისათვის
2022 წლის 30-31 მარტს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის, – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში” – ფარგლებში, ბენეფიციარი სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისათვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. ორდღიან ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა იმ ბენეფიციარებმა მიიღეს, რომლებიც მანამდე თბილისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში ჩატარებულ ტრენინგებზე სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკურად ვერ გამოცხადდნენ. კერძოდ, საუბარია ამბროლაურის, მესტიის, ახალქალაქის, გორის, …
Continue reading “ონლაინ ტრენინგი დირექტორ-მასწავლებლებისათვის”
საინფორმაციო სესია
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო სესია ჩატარდა. ონლაინ გამართულ შეხვედრას 70 აბიტურიენტი დაესწრო, რომელთაგან ათს, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, ძირითადი სესიის დასრულების შემდგომ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია. პროგრამის ხელმძღვანელმა, ასისტენტ პროფესორმა თათია დოლიძემ, რომელიც ამავდროულად EU GS პროექტის მენეჯერი გახლავთ, აბიტურიენტებს გააცნო პროგრამის შინაარსი, მიზნები და სასურველი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული …
დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი ახალქალაქში
2022 წლის 13 მარტს, ახალქალაქში, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული EU GS პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი სკოლების სომხური წარმოშობის დირექტორ-მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგს ახალქალაქის, ხორენიის, მაჭატიისა და კულიკამის 6 საჯარო სკოლის 15 დირექტორ-მასწავლებელი დაესწრო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების თემაზე ტრენინგს პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი მოდულის თანაავტორები, გიორგი ლეკვეიშვილი და მარეხ ნიკაჭაძე წარუძღვნენ. უზრუნვეყოფილი იყო თანმიმდევრული …
Continue reading “დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი ახალქალაქში”
დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი მარნეულში
2022 წლის 26 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული EU GS ჟან მონეს პროექტის ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელ დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი გახლდათ ერთდღიანი და მოიცავდა ორ თემატურ სესიას. პირველ სესიაზე EU GS მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი მოდულის ავტორმა, პროექტის ტრენერმა, პროფესორმა ნინო გვარამაძემ ისაუბრა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. მეორე სესიაზე, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე, …
Continue reading “დირექტორ-მასწავლებლების ტრენინგი მარნეულში”