დამატებითი ტრენინგი ბენეფიციარი სკოლის დირექტორის ინიციატივით

2022 წლის 15-16 ივნისს, თბილისის N6 საჯარო სკოლაში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორების ორდღიანი ტრენინგი,  თემებზე:  “შეფასების სისტემის რეფორმა” და “სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაცია”, გაიმართა. ტრენინგს ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში (EU-GS)” – ტრენერები, პროფესორები ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქალბატონი ლელა აბდუშელიშვილი წარუძღვნენ. EU GS პროექტის …

შემაჯამებელი კონფერენციის საპატიო სტუმრების სიტყვები

ერასმუს + ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) – შემაჯამებელ კონფერენციაზე მთავრობის წევრების მხრიდან საქართველოს ევროპული იდენტობის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა. „დიდი მადლობა განხორციელებული პროექტისთვის, რადგან ევროპასთან ინტეგრაცია ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება …

პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტი –  „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) – დასრულდა. შემაჯამებელი კონფერენცია, 2022 წლის 31 მაისს, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 80-მდე ადამიანი ესწრებოდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის წევრები, ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, რა თქმა უნდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები, მათ …

საჯარო დისკუსიების შედეგად შემუშავებული დამატებითი რეკომენდაციები

EU GS პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჯარო დისკუსიების შედეგად მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა დამატებითი პოლიტიკის რეკომენდაციები შეიმუშავა. საჯარო დისკუსიებისას, კომპეტენტურმა პირებმა პროექტის მკვლევრების ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ჩატარებული საველე სამუშაოების ფარგლებში არ გამოვლენილა.   ქვემოთ განმარტებულ დამატებით რეკომენდაციებს პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან ერთად, პროექტის მკვლევრები შემაჯამებელ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენენ. დარიგდება მათი …

გამარჯვებული სასკოლო პროექტების დაჯილდოება

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტმა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს. ევროპის უნივერსიტეტში დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის N9, თელავის N4 და ბორჯომის N1 საჯარო სკოლები. Share …

სასკოლო ინიციატივების კონკურსის შედეგები

გამოვლინდნენ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ – ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები. შემოსული განაცხადების შეფასების შედეგად, შეირჩა ზუგდიდის N9, თელავის N4 და ბორჯომის N1 საჯარო სკოლების მინი-პროექტები. ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის პროექტი – “ყველა განსხვავებული – ყველა თანაბარი” – მიზნად ისახავს, შეიქმნას მოძრავი თოჯინების თეატრი და რეგიონის მასშტაბით გაიმართოს …

თბილისის მესამე საჯარო დისკუსია ექე-ში

ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის, – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (ექე), საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად, ექე-ს დირექტორის მოადგილეებიც დაესწრნენ. EU GS პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  ჩატარებული საველე კვლევის შედეგების …

თბილისის მეორე საჯარო დისკუსია მასწავლებელთა სახლში

2022 წლის 12 მაისს EU GS პროექტის განმახორციელებელი გუნდი მორიგი საჯარო დისკუსიის გამართვის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, იგივე მასწავლებელთა სახლს, ეწვია. შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებელთა სახლის ყველა სამსახურის უფროსი და თითოეული საგნობრივი მიმართულების ექსპერტი. განხილულ იქნა 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და მათ საფუძველზე შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები. შეჯამდა აგრეთვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებული …

საჯარო დისკუსია თელავში

2022 წლის 4 მაისს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს EU GS პროექტის ფარგლებში, რიგით მესამე საჯარო დისკუსია ქალაქ თელავში (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება პროექტის მენეჯერმა, თათია დოლიძემ, გახსნა და დამსწრეებს პროექტის წელიწადნახევრიანი მიმდინარეობის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების მიმოხილვა შესთავაზა. უშუალოდ დისკუსიას კი პროექტის მკვლევარი და პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი, …

საგრანტო კონკურსი მოსწავლეთათვის

ევროპის უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ – ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტში ჩართული სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას სკოლებში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმა 2022 წლის 17 მაისის, 23:59 სთ-ის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge   გთხოვთ, საგნის ველში …