EU-GS პროექტის წარდგენის ცერემონია

ევროპის უნივერსიტეტში ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა „ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU-GS პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა. საუნივერსიტეტო სივრცეში, ადმინისტრაციულ, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან ერთად წარმოდგენილი იყო მრავალი სხვა დაინტერესებული მხარე, როგორიცაა მთავრობა, ევროკავშირის დელეგაცია, ევროპული ქვეყნების საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, და საჯარო სკოლები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა ნინო ტალიაშვილმა …

სამძიმარი

გარდაიცვალა EU-GS პროექტის აკადემიური კოორდინატორი, სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი ღლონტი.  იგი ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლიდან იკავებდა აფილირებული პროფესორის პოზიციას და ატარებდა ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის. იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი. გიორგი ღლონტს ჰქონდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. მოწვეული მკვლევარის რანგში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, გახლდათ აგრეთვე შსს პოლიციის …

სტუდენტ-მკვლევარების საბოლოო შერჩევის შედეგები

სტუდენტ-მკვლევართა საბოლოო შერჩევის შედეგები ცნობილია! თეორიული ტრენინგის გავლისა და შემდგომი პრაქტიკული დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ, საველე კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ შემდეგი სტუდენტები: მარიამ ესიაშვილი გიორგი ჯაჭვაძე მარიამ ნატრაძე მარიამ მესხი თამთა ქვრივიშვილი ნიკა ხომასურიძე ნუცა ცირეკიძე მარიამ ჯინჯიხაძე ეკატერინე დოინჯაშვილი თინათინ ხაბეიშვილი ნინო ფარსადანიშვილი ნინო ზოტიკიშვილი თამარ ტყემალაძე ანა გოგოჩიშვილი თორნიკე ჩიხლაძე ანა ჩაკვეტაძე …

სტუდენტ-მკლევართა ტრენინგი

22-23 მაისს გაიმართა კონკურსის შედეგად პირველადად შერჩეული სტუდენტ-მკლევარობის კანდიდატების ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდებსა და ინფორმაციის ანალიზში. ტრენინგს დაესწრო 60-მდე მსმენელი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგების შემდგომ, კანდიდატებს შესასრულებლად გადაეგზავნებათ პრაქტიკული დავალება, რომლის წარმატებით წარდგენაც სტუდენტ-მკლევართა საბოლოო სიაში მოხვედრის წინაპირობას წარმოადგენს.   დღის წესრიგი: 22/05/2021 14:00 – 14:10 – მისალმება, წარდგენა 14:10 – 14:40 – პროექტის კვლევის საგნის …

სტუდენტ-მკვლევარების პირველადი შერჩევის შედეგები

EU-GS პროექტის ფარგლებში გამოცხადებული სტუდენტ-მკვლევარების შესარჩევი კონკურსი დასრულებულია. შემოვიდა 96 განაცხადი საქართველოს 14 და საზღვარგარეთის 4 უნივერსიტეტიდან. პირველადი შერჩევის საფუძველზე გაიცხრილა 33 აპლიკაცია, 63 სტუდენტი კი მოწვეულ იქნა ორდღიან ტრენინგზე კვლევის მეთოდებში, რომელიც გაიმართება 22-23 მაისს, დისტანციურ რეჟიმში. უნდა აღინიშნოს, რომ თეორიული ტრენინგის მერე, კანდიდატებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება და მხოლოდ მისი წარმატებით შესრულების შემდეგ მოხდება …

განაცხადების მიღება: სტუდენტი-მკვლევარი

ევროპის უნივერსიტეტი ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს EU-GS (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT), რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქართველოს სკოლებში ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების ფართომასშტაბიანი კვლევა. ვიწვევთ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც ჩაერთვებიან საველე სამუშაოებში, კერძოდ წარუძღვებიან ფოკუს-ჯგუფებს მოსაწვლეებთან და სიღრმისეულ ინტერვიუებს სკოლების დირექტორებთან, გაშიფრავენ მათ და მოამზადებენ ტრანსკრიპტებს.  შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი და სამაგისტრო პროგრამის როგორც პირველი, ისე – …

შემუშავდა EU GS მობილური აპლიკაცია

შემუშავებულ იქნა EU GS მობილური აპლიკაცია ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოში“ – მოთხოვნების შესაბამისად. მობილური აპლიკაცია განხლავთ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და შედგება შემდეგი ჩანართებისგან: პროექტის გუნდი, პროექტის შესახებ, სიახლეები, პუბლიკაციები. ამ ეტაპისთვის აპლიკაციაში უკვე განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ და მასში ჩართული პირების პროფილები. სიახლეების ველს პროექტის განხორციელების კვალდაკვალ …

სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა

EU-GS პროექტის მოსამზადებელი ფაზა დაიწყო სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრით პროექტის განმახორციელებელ გუნდს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და სკოლების დირექტორებს შორის.  კორონავირუსის დამძიმებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. პროექტის მენეჯერმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნო პროექტის შინაარსი, მიზანი და ამოცანები. დამატებით, აუდიტორიას თავისი მოლოდინები პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაუზიარეს პროექტის განმახორციელებელი გუნდის დანარჩენმა წევრებმაც. განათლების …