EU-GS

ლელა აბდუშელიშვილი

სახელმძღვანელოს ავტორი/ხელმძღვანელი/ექსპერტი/ტრენერი

lela.abdushelishvili@eu-gs.ge

ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი აკადემიური წერის და სწავლების მეთოდიკის მიმართულებით. იგი ასევე არის ფასეულობებზე დაფუძნებული განათლების და კულტურული პროგრამების დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკვალევში”, მუშაობს ახალგაზრდებთან  ევროპული ღირებულებების შესწავლა-განვითარების მიმართულებით, არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ტრენერი და კურსების ავტორი. 

 

დოქტორ ლელა აბდუშელიშვილს აქვს მიღებული სამაგისტრო ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკის (CELTA), ბიზნეს ინგლისურის (BEC) და ზრდასრულთა სწავლების პრესტიჟული კვალიფიკაციები, არის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი და ვისბადენის (გერმანია) ფსიქოთერაპიის აკადემიის მიერ სერთიფიცირებული პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ზრდასრულთა განათლებასა და სწავლების მეთოდიკაში.  

 

ლელა მუშაობდა საქართველოს USAID-ს პროფესიული განათლების პროექტში (VEP) ტრენერად და კარიერული განვითარების მრჩეველად; საქართველოს შეფასების ასოციაციაში (GEA), სადაც საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა UNICEF-GEA-ს პროექტის “გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის განვითარება” ფარგლებში. მას ასევე აქვს USAID/Economic Prosperity Initiative (EPI)  – ეკონომიკური აღმავლობის პროექტის ფარგლებში მუშაობის გამოცდილება, სადაც მას ევალებოდა სასწავლო მოდულების შედგენა; 2017 წლის აპრილში ლელამ მოიპოვა ERASMUS-ის გრანტი და ჩაატარა ლექციები ბიზნეს კომუნიკაციაში პოლონეთში, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში.

 

ლელა არის მსოფლიო ბანკის მთარგმნელ-თარჯიმანი (სინქრონული, წერითი, თანმიმდევრული), მას ნათარგმნი აქვს წამყვანი საერთაშორისო სახელმძღვანელოები (ფილიპ კოტლერის “მარკეტინგის პრინციპები”, მაიკლ არმსტრონგის “ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის სახელმძღვანელო”, “ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლებების სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალების პერსონალისათვის” და ლიტერატურული ნაწარმოები მანანა დუმბაძის ნოველა “ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან”. ლელას აქვს სამეცნიერო გამოცემები ლინგვისტიკაში, მასწვლებელთა გადამზადებაში, ბიზნეს და სტრატეგიულ კომუნიკაციაში, ზოგად-ევროპულ ენათა ჩარჩოს, განათლებისადმი პოზიტიური მიდგომის, მასწავლებელთა გადამზადების და სწავლების მეთოდიკის მიმართულებით.