მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს კონსულტანტი
lasha.khojanashvili@eu-gs.ge
ლაშა ხოჯანაშვილი იკავებს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას, ევროპის უნივერსიტეტში. მას აქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი “განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის” მიმართულებით და “ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის” ხარისხი “ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების” მიმართულებით.
2017 წლიდან დღემდე, ლაშა ხოჯანაშვილი იკავებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტის პოზიციას, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში. ლაშა იკავებდა, სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის ჯგუფის, უფროსის მოადგილის პოზიციას. იყო მკვლევარი-ფსიქოლოგი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით. ასევე, ახორციელებდა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებში.
ლაშა არის “ამერიკის განათლების მკვლევართა ასოციაციის” და “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის” წევრი, მას აქვს 10 წლის სამუშაო გამოცდილება “განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის” მიმართლებით. მისი გამოცდილება მოიცავს საჭიროებათა კვლევას, სასწავლო პროგრამების დიზაინის შემუშავებას და მათ განხორცილებას. ლაშა ხოჯანაშვილის ძირითად აკადემიური ინტერესის სფერო მოიცავს ზრდასრულთა სწავლებას, მოტივაციისა და სწავლა/სწავლების ფსიქოლოგიური კომპონენტების კვლევას.