EU-GS

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ფარგლებში,  2022 წლის 7-8 აპრილს ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

ორდღიან სემინარში მონაწილეობა ჯამში თბილისის #73, რუსთავის #18 და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების 13-მა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლემ მიიღო. 

ტრენინგის პირველი დღე სასკოლო შეფასების სისტემის შესახებ მსჯელობას დაეთმო და მას პროექტის ტრენერი,  პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი წარუძღვა. ტრენინგის მეორე დღეს კი დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა პროექტის ტრენერმა, პროფესორმა ნინო გვარამაძემ. მნიშვნელოვანია, რომ პროფესორები აბდუშელიშვილი და გვარამაძე არიან ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი სასწავლო მოდულების ავტორები. 

 

ტრენინგების თემატიკამ დამსწრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა სასკოლო შეფასების მეთოდიკის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით ერთმანეთს პირადი გამოცდილება გაუზიარეს და აგრეთვე ისაუბრეს კანონშემოქმედების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn