EU-GS

გამოვლინდნენ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ – ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები.

 

შემოსული განაცხადების შეფასების შედეგად, შეირჩა ზუგდიდის N9, თელავის N4 და ბორჯომის N1 საჯარო სკოლების მინიპროექტები.


ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის პროექტი – “ყველა განსხვავებულიყველა თანაბარი” – მიზნად ისახავსშეიქმნას მოძრავი თოჯინების თეატრი და რეგიონის მასშტაბით გაიმართოს წარმოადგენები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თემატიკაზე.

თელავის N4 საჯარო სკოლის პროექტი – “მრავალფეროვნება გვაძლიერებს” – ხელს შეუწყობს ქართველებითა და სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებით დაკომპლექტებული სკოლების თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებულია, აამაღლოს მოსწავლეებში ცნობიერება ეროვნული და კულტურული იდენტობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეების შესახებ.

 
ბორჯომის N1 საჯარო სკოლა პროექტით – “ბორჯომოსაქართველოს მშვენებავ” – გასვლითი თეორიულპრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეებს დაეხმარება ისტორიულკულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრებასა და ეროვნული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn