EU-GS

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ბენეფიციარი სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთათვის ჰიბრიდული ტიპის სემინარი გაიმართა.

სემინარს ჯამში 171 მოსწავლე დაესწრო. თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში, 8 საჯარო სკოლის 43-მა მოსწავლემ მოიყარა თავი. ხოლო, ონლაინ, რეგიონის 10 სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 128 მოსწავლე ჩაერთო.

პირდაპირი ეთერი თბილისადან უზრუნველყოფილი იყო ბორჯომში, ზუგდიდში, მესტიაში, ქუთაისში, ყარ-სგურიშში, ახმეტაში, გორსა და თელავში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ტრენერებთან ერთად, სემინარს პროექტის ფარგლებშივე გადამზადებული დირექტორები წარუძღვნენ.

სემინარი ეხებოდა მოსწავლეთათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სასკოლო კულტურა, კრიტიკული აზროვნება, ბულინგი და სასკოლო შეფასების სისტემა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn