EU-GS

EU GS პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევები საქართველოს სკოლებში. 

საჯარო დისკუსიაში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ლექტორებმა და სტუდენტებმა, ანუ მოქმედმა და მომავალმა მასწავლებლებმა.  

პროექტის მკვლევარებმა და ტრენერებმა მასწავლებელ სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციები. პრეზენტაციების დასასრულს წარიმართა აქტიური დისკუსია.

საჯარო დისკუსიების სერია თბილისში კიდევ ორი შეხვედრის შემდგომ, ქუთაისში გაგრძელდება და თელავში დასრულდება. პროექტის განმახორციელებელი გუნდი დამსწრე აუდიტორიისგან ელის უკუკავშირს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები გადაიხედება და გამოიცემა განახლებული ინფოგრაფიკის სახით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn