EU-GS

ელექტრონულად გამოიცა EU-GS პოლიტიკის დოკუმენტი

EU-GS პროექტის პირველი, კვლევის ფაზა წარმატებით დასრულდა.  გამოიცა პოლიტიკის დოკუმენტი “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში”. 

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ლევან მახაშვილი, ასისტენტ პროფესორი გიორგი გობრონიძე, ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე და მოწვეული ლექტორი ნიკა ჩიტაძე. აღნიშნულია აგრეთვე 41 სტუდენტ-მკლევარის კონტრიბუცია. 

პოლიტიკის დოკუმენტი ეძღვნება ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის და კვლევის დიზაინის ავტორის, გიორგი ღლონტის, ხსოვნას. 

დოკუმენტი ელექტრონული სახით EU-GS ვებ გვერდზე, პუბლიკაციების ველში, ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. 

უახლოეს მომავალში პოლიტიკის დოკუმენტი ფიზიკური სახითაც გამოიცემა და 300 ეგზემპლარი გავრცელდება საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საჯარო თუ კერძო სკოლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ერასმუს+ ეროვნული ოფისისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასშტაბით. 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn