EU-GS

22-23 მაისს გაიმართა კონკურსის შედეგად პირველადად შერჩეული სტუდენტ-მკლევარობის კანდიდატების ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდებსა და ინფორმაციის ანალიზში. 
ტრენინგს დაესწრო 60-მდე მსმენელი. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების შემდგომ, კანდიდატებს შესასრულებლად გადაეგზავნებათ პრაქტიკული დავალება, რომლის წარმატებით წარდგენაც სტუდენტ-მკლევართა საბოლოო სიაში მოხვედრის წინაპირობას წარმოადგენს. 

 

დღის წესრიგი:

22/05/2021

14:00 – 14:10 – მისალმება, წარდგენა

14:10 – 14:40 – პროექტის კვლევის საგნის აღწერა, ძირითადი გამოწვევები

14:40 – 15:10 – კვლევის თეორიული ნაწილის მომზადება

15:10 – 15:40 – რესპოდენტთა შერჩევა, ინტერვიუს მომზადება და ჩატარება

15:40 – 16:10 – მიზნობრივ ჯგუფებთან ჩაღრმავებული დისკუსია

 

23/05/2021

14:00 – 14:30 – საინფორმაციო ანალიტიკური მუშაობის საფუძვლები

14:30 – 15:00 – საინფორმაციო ანალიზის ემპირიული ეტაპი

15:00 – 15:30 – საინფორმაციო ანალიზის თეორიული ეტაპი

15:30 – 16:00 – ანალიტიკური პროგნოზი, რეკომენდაციები

 

ტრენერი: გიორგი გობრონიძე – ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ- პროფესორი, ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით. აქვს ანალიტიკური მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება, როგორც აკადემიურ, ისე საჯარო და არასამთავრობო სექტორში. არის არაერთი კვლევის აქტორი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის, მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების, საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უფლებების მიმართულებით.

 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn