EU-GS პროექტის ფარგლებში გამოცხადებული სტუდენტ-მკვლევარების შესარჩევი კონკურსი დასრულებულია. შემოვიდა 96 განაცხადი საქართველოს 14 და საზღვარგარეთის 4 უნივერსიტეტიდან. პირველადი შერჩევის საფუძველზე გაიცხრილა 33 აპლიკაცია, 63 სტუდენტი კი მოწვეულ იქნა ორდღიან ტრენინგზე კვლევის მეთოდებში, რომელიც გაიმართება 22-23 მაისს, დისტანციურ რეჟიმში.
უნდა აღინიშნოს, რომ თეორიული ტრენინგის მერე, კანდიდატებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება და მხოლოდ მისი წარმატებით შესრულების შემდეგ მოხდება EU-GS პროექტის საველე სამუშაოებში მონაწილეობისთვის სტუდენტ-მკვლევარების საბოლოო შერჩევა.
ტრენინგს წარუძღვება ევროპის უნივერსიტეტის ასისტ.პროფესორი, EU-GS პროექტის საველე სამუშაოების კოორდინატორი, გიორგი გობრონიძე და პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით, სწორედ ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
გთხოვთ, გრაფების სახით იხილოთ განაცხადებიდან ხელმისაწვდომი ინფორმაცია. წარმოდგენილ ინფოგრაფიკაში არ არის ასახული აპლიკანტების პირადი ინფორმაცია, მოტივაცია, გამოცდილების აღმწერი ნარატივი და სხვა მსგავსი ჩანაწერები.