EU-GS

2022 წლის 18 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ თანადადინანსებული ჟან მონეს EU GS პროექტის ფარგლებში, სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის მესამე და ბოლო შეხვედრა გაიმართა. 

ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ტალიაშვილი, მიესალმა უნივერსიტეტში შეკრებილ სამუშაო ჯგუფს და მადლობა გადაუხადა მათ პროექტის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის.   

პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მიმოიხილა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგების მიმდინარეობა და წარადგინა ტრენინგების შემდგომ, დირექტორ-მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად მიღებული უკუკავშირი. 

წესისამებრ, შეხვედრას პროექტის განმახროციელებელი გუნდის წევრები, ბენეფიციარი სკოლების დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სამივე მხარემ ერთმანეთს პატივისცემა დაუდასტურა და კმაყოფილება გამოთქვა პროექტის განმავლობაში ურთიერთთანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით. 

ღონისძიება გაშუქდა მაესტროსა და აჭარის ტელევიზიის მიერ. 

 „მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტები ასე აქტიურად არიან ჩართული და მხარდაჭერას უცხადებენ როგორც სკოლებს, ისე განათლების სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით. შეიქმნა არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება სკოლებს, სკოლის ლიდერებს, თავიანთი სასწავლო პროცესის და ზოგადად საქმიანობის წარმართვაში“, –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ, განუცხადა ჟურნალისტებს. 

„განსაკუთრებით ღირებულია, რომ ტრენინგები ჩატარდა იმ მუნიციპალიტეტებშიც, რომლებიც დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებით და მათ გადაეცათ სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე სპეციალურად შექმნილი მეთოდური სახემძღვანელოები“ – თავის მხრივ აღნიშნა ევროპის უნივრსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა. 

 

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებაში სწავლა-სწავლების პროცესის განხორციელებისათვის ევროპული ღირებულებების დანერგვა და მე ამაყი ვარ, რომ ვიყავი ამ პროექტის ნაწილი“ , – დასძინა თბილისის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ აბაზაძემ.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn