საველე სამუშაოები დასრულებულია
2021 წლის 14 ივნისსა და 16 ივლისს შორის პერიოდში, EU-GS პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის შესამუშავებლად დაიგეგმა და განხორციელდა კვლევა საქართველოს 24 საჯარო სკოლის მასშტაბით.საველე სამუშაოები გულისხმობდა სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას საჯარო სკოლების დირექტორებთან და 10-12 მოსწავლისგან შემდგარი ფოკუს–ჯგუფების გაძღოლას. კვლევაში ჩართული იყო ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 41 სტუდენტი, რომლებსაც კურირებდა საველე სამუშაოების კოორდინატორი,EU-GS პროექტის მკვლევარი, გიორგი გობრონიძე.ფოკუს–ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო ჯამში 300-მდე მოსწავლემ და გამოკითხულ იქნა 20-ზე მეტი დირექტორი. სტუდენტ–მკვლევარებმა დაამუშავეს პირველადი მონაცემები, ხოლო საველე სამუშაოების კოორდინატორმა მოამზადა კვლევის საბოლოო ანგარიში, რომლის ინტეგრირებაც უახლოეს მომავალში გამოცემულ პოლიტიკის დოკუმენტში მოხდება.