EU-GS პოლიტიკის დოკუმენტი „ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ მომზადებულიაერასმუს+-ის ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT) – ფარგლებში.
პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდება.