EU-GS

2022 წლის 5-6 თებერვალს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის, – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში” – ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგების სერია დაიწყო.

პირველი ორდღიანი ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა და თბილისის 14 საჯარო სკოლის 28 დირექტორ-მასწავლებელი მოიცვა. 

პირველი ტრენინგი დაეთმო „სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაციის“ თემატიკას და მას მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი სასწავლო მოდულების ავტორები, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები, ლელა აბდუშელიშვილი და მარიამ კილანავა გაუძღვნენ. მეორე ტრენინგზე კი საუბარი შეეხო „სასკოლო კულტურის განვითარების“ საჭიროებას, რომელზეც პროექტის ტრენერმა და აღნიშნული სასწავლო მოდულის ავტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ლეკვეიშვილმა ისაუბრა.  

ტრენინგ სესიები შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ კომპონენტისგან და ისინი სრულად ინტერაქტიულ რეჟიმში, დირექტორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის შემდგომ, ტრენინგები დაგეგმილია თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ჯამში, ერთი თვის განმავლობაში, საჯარო სკოლების 150-მდე დირექტორ-მასწავლებელი გადამზადდება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn