2022 წლის 13 მარტს, ახალქალაქში, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული EU GS პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი სკოლების სომხური წარმოშობის დირექტორ-მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგს ახალქალაქის, ხორენიის, მაჭატიისა და კულიკამის 6 საჯარო სკოლის 15 დირექტორ-მასწავლებელი დაესწრო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების თემაზე ტრენინგს პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი მოდულის თანაავტორები, გიორგი ლეკვეიშვილი და მარეხ ნიკაჭაძე წარუძღვნენ. უზრუნვეყოფილი იყო თანმიმდევრული თარგმანი ქართულიდან სომხურ ენაზე, რამეთუ ტრენინგის ყველა მონაწილე სათანადოდ არ ფლობდა სახელმწიფო ენას.
ტრენინგის მიზანს დირექტორ-მასწავლებელთათვის იმ მექანიზმების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებიც ხელს უწყობს სკოლებში პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებასა და ერთიანი სკოლის მიდგომის განვითარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განეხილათ სასკოლო ცხოვრების ინკლუზიურობის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვის მეთოდები.
დასასრულს, ყველა მონაწილეს დასწრების სერტიფიკატი გადაეცა.