EU-GS

ევროპის უნივერსიტეტი ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს EU-GS (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT), რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქართველოს სკოლებში ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების ფართომასშტაბიანი კვლევა.

ვიწვევთ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც ჩაერთვებიან საველე სამუშაოებში, კერძოდ წარუძღვებიან ფოკუს-ჯგუფებს მოსაწვლეებთან და სიღრმისეულ ინტერვიუებს სკოლების დირექტორებთან, გაშიფრავენ მათ და მოამზადებენ ტრანსკრიპტებს. 

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი და სამაგისტრო პროგრამის როგორც პირველი, ისე – მე-2 კურსის სტუდენტებს. ასევე დოქტორანტებს, რომელთაც აქვთ სურვილი და დრო კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემსწავლელ სტუდენტებს.

22-23 მაისს, შერჩეული კანდიდატებისთვის საველე სამუშაოების კოორდინატორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტ.პროფესორი, გიორგი გობრონიძე, ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგს კვლევის მეთოდებში.

ტრენინგის შემდგომ, სტუდენტებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება, რომლის წარმატებით შესრულების საფუძველზეც მოხდება საბოლოო შერჩევა. 

სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტდება და მომზადდება საველე სამუშაოებისთვის 14 ივნისამდე, როდესაც დაგეგმილია პირველი რეგიონალური ვიზიტი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 20 მაისისა.

კვლევაში ჩართულობა ანაზღაურებადია. დამატებით, სტუდენტ-მკლევარებს გადაეცემათ ტრენინგებში და საველე სამუშაოებში მონაწილეობის დამადასტურებელი ორი სერტიფიკატი. 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.