ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ბენეფიციარი სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთათვის ჰიბრიდული ტიპის სემინარი გაიმართა.
სემინარს ჯამში 171 მოსწავლე დაესწრო. თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში, 8 საჯარო სკოლის 43-მა მოსწავლემ მოიყარა თავი. ხოლო, ონლაინ, რეგიონის 10 სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 128 მოსწავლე ჩაერთო.
პირდაპირი ეთერი თბილისადან უზრუნველყოფილი იყო ბორჯომში, ზუგდიდში, მესტიაში, ქუთაისში, ყარ-სგურიშში, ახმეტაში, გორსა და თელავში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ტრენერებთან ერთად, სემინარს პროექტის ფარგლებშივე გადამზადებული დირექტორები წარუძღვნენ.
სემინარი ეხებოდა მოსწავლეთათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სასკოლო კულტურა, კრიტიკული აზროვნება, ბულინგი და სასკოლო შეფასების სისტემა.