„პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო რექტორო, ძვირფასო სტუდენტებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ და ვულოცავ ევროპის უნივერსიტეტს გამარჯვებას და წარმატებულ მონაწილეობას ჟან მონეს პროექტში. როგორც იცით, ერაზმუს პლუსის ფარგლებში გამოცხადებული ჟან მონეს აქტივობები მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას სწავლებისა და კვლევით სფეროში.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა არანაკლებ 24 ჟან მონეს პროექტი, მოდული, კათედრა და ქსელი. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ყველა იმ უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყავით აღნიშნული წარმატების მიღწევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ამ პროგრამას ახლახანს შემოუერთდა, პირველივე ჯერზე ორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა: ჟან მონეს მოდული – „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ და ჟან მონეს პროექტი – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების გავრცელება ქართულ სკოლებში“.
თემები, რომლებიც თქვენ შეარჩიეთ არის ძალიან რელევანტური, რადგან ისინი აკავშირებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპეიზაციას დემოკრატიზაციის პროცესთან საქართველოში. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან ძლიერია. საქართველო ვითარდება და ამ განვითარების პროცესში ჩვენ უნდა გავზარდოთ ცნობიერება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ. ჟან მონეს სახელობის მოდული ამისათვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ჟან მონეს აქტივობები არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, ვინაიდან ის მოიცავს არამხოლოდ უნივერსიტეტებს, არამედ სკოლებსაც. პროგრამა უზრუნველყოფს პლატფორმას, როგორც სასწავლო-კვლევითი, ისე ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებისთვის.
მე მინდა გუსურვოთ მიმდინარე და სამომავლო ჟან მონეს ინიციატივების წარმატებით განხორციელება. დიდი მადლობა!“ – განაცხადა მისმა აღმატებულება კარლ ჰარცელმა ვიდეო მიმართვაში.