გარდაიცვალა EU-GS პროექტის აკადემიური კოორდინატორი, სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი ღლონტი.
იგი ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლიდან იკავებდა აფილირებული პროფესორის პოზიციას და ატარებდა ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის. იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი.
გიორგი ღლონტს ჰქონდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. მოწვეული მკვლევარის რანგში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, გახლდათ აგრეთვე შსს პოლიციის აკადემიის სისხლის სამართლის კათედრის უფროსის მოადგილე.
გიორგი ღლონტს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცხრა სახელმძღვანელო და მონოგრაფია.
ევროპის უნივერსიტეტი და EU-GS პროექტის განმახორციელებელი გუნდი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. ის დააკლდება ყველას, ვინც იცნობდა მას და საქმეს, რომელიც ძალიან უყვარდა და გულმოდგინედ ემსახურებოდა.