2022 წლის 15 აპრილს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ბენეფიციარი სკოლების ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისათვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.
ტრენინგს მეთოდური სახელმღვანლოს „შეფასების სისტემის რეფორმის“ მოდულის თანაავტორი, პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი უძღვებოდა.
განხილულ იქნა შეფასების მეთოდების მნიშვნელობა ისეთი უნარების განვითარების თვალსაზრისით, როგორებიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა იმსჯელეს თავიანთ გამოცდილებაზეც და დააფიქსირეს მოსაზრებები სკოლებში არსებულ შეფასების სისტემასთან მიმართებით.
ტრენინგს ახალქალაქის საჯარო სკოლების 10 ეთნიკურად სომეხი მოსწავლე დაესწრო.