EU-GS

ნიკოლოზ ფარჯანაძე

მკვლევარი და პოლიტიკის დოკუმენტის თანა-ავტორი

nikoloz.parjanadze@eu-gs.ge

დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძეს აქვს რამდენიმე უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება, მაგ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, შუა აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ქუვეით სითი, ქუვეითი; მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

ნიკოლოზ ფარჯანაძემ დაასრულა სამი სამაგისტრო პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი. ის ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფილოლოგიაში (ინგლისური). ამჟამად ის მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათელბის მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი და არის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი. ნიკოლოზ ფარჯანაძე ასევე არის ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას. იგი კითხულობს ლინგვისტიკის, განათლების კვლევის, განათლების ლიდერობის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო კურსებს. ლექციებისა და ადმინისტრაციული მოვალეობების პარალელურად ნიკოლოზი ჩართულია აკადემიური პროგრამების განვითარებასა და საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებაში, რომელთა მიზანია განათლების ხარისხის განვითარება; ნიკოლოზი ასევე არის განათლების ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ნიკოლოზ ფარჯანაძის კვლევის სფერო მოიცავს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის კვლევისა და პრაქტიკის საინტერესო საკითხებს.