შემუშავებულ იქნა EU GS მობილური აპლიკაცია ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოში“ – მოთხოვნების შესაბამისად.
მობილური აპლიკაცია განხლავთ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და შედგება შემდეგი ჩანართებისგან: პროექტის გუნდი, პროექტის შესახებ, სიახლეები, პუბლიკაციები.
ამ ეტაპისთვის აპლიკაციაში უკვე განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ და მასში ჩართული პირების პროფილები.
სიახლეების ველს პროექტის განხორციელების კვალდაკვალ დაემატება ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხოლო პუბლიკაციის ველში, შესაბამის დროს, განთავსდება პროექტის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტი, მეთოდური სახელმძღვანელო და ინფორმაციული გრაფიკები.
აღსანიშნავია, რომ EU GS მობილურ აპლიკაციას აქვს შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციაც, რომელიც აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს პროექტის აქტივობების შესახებ მუდამ საქმის კურსში ამყოფებს.
პროექტის მიმდინარეობასთან ერთად, აპლიკაციას დაემატება შესაბამისი კონტენტი და შესაძლოა, აგრეთვე, სხვა რელევანტური ფუნქციონალიც.
მობილური აპლიკაცია ამჟამად გადის ტესტირების ფაზას. იგი შემუშავებულ იქნა ანდროიდის სისტემის ტელეფონებისთვის და პროექტის აქტიურ ფაზაში შესვლისთანავე, განთავსდება Play Store-ში და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.