უფროსი მკვლევარი და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი
Levan,makharashvili@eu-gs.ge
ლევან მახაშვილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის დოქტორი და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის მაგისტრი. ლევანი არის ევროპის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების პროექტებში ტრენერი ევროკავშირის, მისი მმართველობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ლევან მახაშვილი არის ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) აკადემიური კოორდინატორის და ჟან მონეს პროექტის (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT) უფროსი მკვლევარი, ასევე, ჟან მონეს 4 პროექტისა და ჟან მონეს 1 მოდულის ექსპერტი ევროპეიზაციის, საქართველოს ევროპული გზის, ევროკავშირისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თემებზე. ლევანი არის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის “საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში” ეროვნული დირექტორი (პარლამენტის მხრიდან).
ლევან მახაშვილი არის წიგნის “ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ისტორია” თანა-ავტორი და რეფერირებად აკადემიურ ჟურნალებსა და წიგნებში აქტიურად აქვეყნებს ევროკავშირზე, კონფლიქტის მართვაზე, ევროკავშირის მმართველობასა და საგარეო პოლიტიკაზე. იგი ფლობს კვლევით გრანტებსა და სტიპენდიებს ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა ჰერტის სკოლა, ეუთო/ოდირი/ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ევროკავშირი, ჯონ სმიტის ფონდი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება და სხვა. იგი 2018 წელს დაჯილდოებულია “ვერცხლის მედლით” საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.