EU-GS

თათია დოლიძე

პროექტის მენეჯერი

tatia.dolidze@eu-gs.ge

თათია დოლიძე ევროპის უნივერსიტეტში იკავებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით როგორც სასწავლო პროგრამის, ისე ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას. ამავდროულად, მას მინიჭებული აქვს აფილირებული ასისტენტ-პროფესორის აკადემიური პოზიცია და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე უძღვება რამდენიმე სასწავლო კურსს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკისა და საჯარო მეტყველების მიმართულებით.  პარალელურად, თათია დოლიძე გახლავთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

თათია დოლიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს [წარჩინებით] საერთაშორისო ურთიერთობებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანები) მაგისტრის ხარისხს [Cum Laude] ევროპისმცოდნეობაში და არის ევროპულ მეცნიერებათა ინგლისურენოვანი პროგრამის დოქტორობის კანდიდატი  თსუ-სთან არსებულ ევროპული სწავლების ინსტიტუტში. სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში სწავლობდა ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვა (ერასმუს მუნდუსი); ბილგის უნივერსიტეტში, სტამბული, თურქეთი (ფონდი ღია საზოგადეობის წინა-სამაგისტრო გრანტი); სიენას უნივერსიტეტში, იტალია (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი); მასარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთი (ერასმუს პლიუსი).

თათია დოლიძეს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი სამსახუროებრივი პოზიციები: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში; საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში; ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი ევროპული პოლიტიკის სწავლებების ცენტრში (CEPS), ბრიუსელი, ბელგია; კონტრაქტორი (ორგზის) ევროპარლამენტში, ევროპული საპარლამენტო კვლევითი სერვისის გენერალურ დირექტორატში და ევროპარლამეტარის ოფისში, ბრიუსელი, ბელგია.

 

თათია დოლიძე არის ათეულობით კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი. მას მკვლევარის, ლექტორის/ტრენერის და/ან პროექტის ოფიცერის რანგში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი მასშტაბური საგრანტო პროექტის განხორციელებაში.  ქართულის გარდა გამართულად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და რუსულ ენებზე. საშუალო დონეზე იცის ესპანურიც.