EU-GS

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტმა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს.

ევროპის უნივერსიტეტში დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის N9, თელავის N4 და ბორჯომის N1 საჯარო სკოლები.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn